კონფიდენციალურობის პოლიტიკა
QAPP აპლიკაციაში რეგისტრაციისას თქვენ ვალდებული ხართ ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს და ასევე, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა წარმოადგენს ჩვენს მიერ დადგენილი წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც სავალდებულოა ორივე მხარისთვის.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში: „პოლიტიკა“), მოგაწვდით ინფორმაციას თუ რა მოცულობით, რა მიზნითა და საფუძვლით მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები. ასევე წინამდებარე პოლიტიკით გეცნობებათ პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის რეგულირების მიზნებისთვის QAPP მოხსენიებული იქნება, როგორც „ჩვენ“ ან/და „კომპანია“, ხოლო მომხმარებელი მოხსენიებული იქნება როგორც „მომხმარებელი“ ან/და „თქვენ“, ხოლო ჩვენი მობილური აპლიკაცია და ვებ გვერდი ერთად მოხსენიებული იქნება როგორც „აპლიკაცია“.
- პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლები
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენს მიერ წინამდებარე პოლიტიკასა და წესებზე და პირობებზე გაცხადებული თანხმობა, რომ ჩვენ უფლებამოსილნი ვართ დავამუშაოთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები;
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება საჭიროა, რათა ჩვენ შევძლოთ თქვენთვის მომსახურების გაწევა.
თქვენი პერსონალური მონაცემები, შესაძლოა დამუშავდეს თუ ეს აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესასრულებლად;
- როგორ მოვიპოვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს
თქვენი პერსონალური მონაცემების მოპოვება ხორციელდება თქვენივე თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე აპლიკაციაში რეგისტრაციის მომენტში თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შედეგად.
იმისათვის რომ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით, თქვენ უნდა შეავსოთ აპლიკაციაში ყველა მოთხოვნილი სავალდებულო ინფორმაცია. ინფორმაციის მიუთითებლობის შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ ჩვენი სერვისით სარგებლობას.
ჩვენ თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ იმ მოცულობით რაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობის დროს თქვენ მიერ არის მოწოდებული, ამასთან თქვენთან დაკავშირებული ინფორმაცია შეიძლება მოვიპოვოთ სხვა ხელმისაწვდომი წყაროებიდანაც, საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
- რა სახის მონაცემების შეგროვება ხდება ჩვენ მიერ
ჩვენ ვაგროვებთ რეგისტრაციის პროცესში თქვენ მიერ მოწოდებულ შემდეგ მონაცემებს:
- სახელი;
- გვარი;
- მობილურის ნომერი;
- საბანკო რეკვიზიტები[მათ შორის საბანკო ბარათის ციფრები, ანგარიშის ნომერი];
- ელექტრონული ფოსტის მისამართი;
- ავტომობილის შესახებ ინფორმაცია (ავტომობილის მარკა, ავტომობილის მოდელი;, ავტომობილის ტიპი, ავტომობილის სახელმწიფო ნომერი);
- სხვა დამატებითი ნებაყოფლობით შესავსები ინფორმაცია.
ჩვენ ასევე მოვიპოვებთ ინფორმაციას თქვენს მიერ ჩვენი მომსახურების (აპლიკაციის ან/და ვებ გვერდის მეშვეობით) გამოყენებისას, კერძოდ:
- ინფორმაციას თქვენი აქტივობისა და ქცევის შესახებ;
- ინფორმაციას თქვენი მოწყობილობების შესახებ, რომელთაც იყენებთ ჩვენს აპლიკაციაზე წვდომისათვის (მაგალითად: მოწყობილობის ტიპი, IP მისამართი და სხვა);
- ინფორმაციას თქვენი გეოლოკაციის შესახებ (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ქვეთავი “ადგილმდებარეობის ინფორმაციის გამოყენება”)
- თქვენთან წარმოებულ კომუნიკაციას;
- ჩვენს აპლიკაციაში განხორციელებული ფინანსური ტრანზაქციების ისტორიას;
- ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც გაგვიზიარებთ სხვადასხვა ლეგიტიმური მიზნებისათვის ან ჩვენთვის ხელმისაწვდომი იქნება თქვენთან ურთიერთობიდან გამომდინარე.
თქვენს პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ სხვა წყაროებიდანაც, კერძოდ:
- საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან;
- ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ან/და სხვაგვარ პარტნიორულ ურთიერთობაში მყოფი ორგანიზაციებიდან საქართველოს კანონმდებლობის დაცვით.
ზემოაღნიშნული ჩამონათვალი არაა ამომწურავი და ჩვენ შეიძლება მოვიპოვოთ თქვენი სხვა მონაცემი ან მოგთხოვოთ სხვა მონაცემის წარმოდგენა, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.
- რისთვის ვიყენებთ თქვენ მიერ მოწოდებულ პერსონალურ მონაცემებს
- თქვენთან ურთიერთობისთვის და თქვენთვის მომსახურების გასაწევად;
- თქვენთვის მნიშვნელოვანი საინფორმაციო შეტყობინებების მოსაწოდებლად;
- თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული ოპერაციებისა და ტრანზაქციების წარმატებით განსახორციელებლად;
- კანონისმიერი ვალდებულებების ჯეროვნად შესასრულებლად;
- კანონიერი ინტერესების დასაცავად;
- აპლიკაციაში განახლებული მონაცემების თქვენთვის შეტყობინების მიზნით;
- თქვენი მოთხოვნების მიხედვით ბიზნესის განსავითარებლად;
- ინფორმაციის დასადგენად, თუ როგორ იყენებთ ჩვენს მიერ შემოთავაზებულ მომსახურებას;
- დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზნით.
- პირდაპირი მარკეტინგი
ჩვენს სისტემაში რეგისტრაციის გზით ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში პოპ-აპ (Pop-up) შეტყობინების მეშვეობით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე და შესაბამისად, თანახმა ხართ მიიღოთ შეტყობინებები ჩვენი მომსახურებისა და შეთავაზებების შესახებ.
შეტყობინებები გამოგეგზავნებათ მობილური ტელეფონის ნომერზე (როგორც სატელეფონო ზარით, ისე SMS შეტყობინებით) ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
მარკეტინგული შეტყობინებები გამოგეგზავნებათ უშუალოდ ჩვენ მიერ ან ჩვენი სახელით, უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მუშავდება თქვენ მიერ მოწოდებული შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, თქვენი ფინანსური ტრანზაქციები, თქვენი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია;
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თქვენი მონაცემები მუშავდება მანამ, სანამ არ გამოიხმობთ თქვენ მიერ გაცემულ თანხმობას.
იმ შემთხვევაში, თუკი აღარ გსურთ მარკეტინგული შეტყობინებების მიღება, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ერთ-ერთი შემდეგი საშუალებით:
- ელექტრონულ-ფოსტაზე: [email protected]
- თქვენ მიერ მიღებულ მარკეტინგულ SMS შეტყობინებაზე თანდართული NOSMS კოდის გამოგზავნით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მარკეტინგული შეტყობინებების მიღებაზე უარის თქმის შემდეგ თქვენ მაინც მოგივათ თქვენს ანგარიშთან დაკავშირებული საინფორმაციო შეტყობინებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი მხრიდან თქვენთვის მომსახურების გასაწევად.
- ადგილმდებარეობის ინფორმაციის გამოყენება
QAPP აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ეთანხმებით თქვენი მოწყობილობის ადგილმდებარეობის (გეოლოკაციის) შესახებ ინფორმაციის ჩვენს მიერ შეგროვებასა და გამოყენებას. აღნიშნული მონაცემები მნიშვნელოვანია აპლიკაციის გარკვეული ფუნქციონალებისთვის და გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:
სიახლოვის მახასიათებლები: როდესაც ჩვენი სისტემის მიერ იდენტიფიცირებულ ავტოსამრეცხაოს მიუახლოვდებით, აპლიკაცია აჩვენებს ღილაკს წარწერით “ადგილზე ვარ”. აღნიშნული ფუნქცია შექმნილია აპლიკაციის გამოყენების პროცესში თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად, როდესაც იმყოფებით სამრეცხაოს ადგილმდებარეობასთან ახლოს.
ძიებისა და ფილტრის ფუნქციები: აპლიკაციაში თქვენს მიერ ავტოსამრეცხაოების გაფილტვრის დროს, ჩვენ ვიყენებთ თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემებს, რათა გამოვაჩინოთ თქვენს მდებარეობასთან უახლოესი ხელმისაწვდომი ავტოსამრეცხაო. აღნიშნული უზრუნველყოფს, რომ ძიების შედეგები მორგებული იყოს თქვენზე, რაც დაგეხმარებათ იპოვოთ უახლოესი ხელმისაწვდომი ავტოსამრეცხაო.
თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემების გამოყენება არ განხორციელდება ზემოაღნიშნული საფუძვლების გარდა სხვა მიზნებისთვის და არ ზიარდება მესამე პირებთან თქვენი თანხმობის გარეშე.
თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვენი მოწყობილობის პარამეტრების მეშვეობით, გამორთოთ ადგილმდებარეობის სერვისები QAPP-ისთვის, თუმცა ამან შეიძლება გამოიწვიოს აპლიკაციის შეფერხებით ფუნქციონირება და გავლენა იქონიოს მომხმარებლის გამოცდილებაზე.
აპლიკაციის გამოყენებით, თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით ჩვენს მიერ თქვენი ადგილმდებარეობის მონაცემების გამოყენებას წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებს, თქვენ უნდა შეწყვიტოთ აპლიკაციის გამოყენება ან გამორთოთ ადგილმდებარეობის სერვისები QAPP აპლიკაციისთვის.
- მონაცემთა მესამე პირებისთვის გადაცემა
თქვენი პერსონალური მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს მესამე პირებს სხვადასხვა საფუძვლით. მესამე პირებს თქვენი მონაცემები შეიძლება გაუზიარდეს, რათა ჩვენი სახელით განახორციელონ პირდაპირი მარკეტინგი ან მოგაწოდონ მომსახურება ან, როდესაც პერსონალური მონაცემების გაზიარება აუცილებელია თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე ან ჩვენი სახელშეკრულებო ვალდებულებების შესასრულებლად. გარდა ზემოთ აღნიშნული საფუძვლებისა, თქვენი პერსონალური მონაცემები მესამე პირებს შეიძლება გაუზიარდეს ჩვენი, თქვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე. მონაცემთა გაზიარება ასევე დასაშვებია, როდესაც აღნიშნული საჭიროა კანონიერი ვალდებულების შესასრულებლად. მესამე პირები ვისთანაც შეიძლება განხორციელდეს თქვენი ინფორმაციის გაზიარება შეიძლება იყვნენ, შემდეგი პირები:
- ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პარტნიორები, მათ შორის ავტოსამრეცხაოები.
- მომსახურების მომწოდებლები, რომლებიც გვეხმარებიან კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ან/და მათ მიერ მოწოდებული მომსახურება აუმჯობესებს აპლიკაციის უსაფრთხოების დონეს;
- ფინანსური ინსტიტუტები, თაღლითობისა და ფინანსური დანაშაულის პრევენციისა და გამოვლენის ან სხვა კანონმდებლობით დადგენილი მიზნით;
- კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებელთა გამოცდილების ანალიზს და უკუკავშირის მოწოდებას, რათა არსებული გარემო გავხადოთ მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად მორგებული;
- საგამოძიებო, მარეგულირებელი თუ სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოები, რომელთაც აქვთ უფლებამოსილება მოითხოვონ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარება. ჩვენ უფლება გვაქვს ასევე გავუზიაროთ თქვენი პერსონალური მონაცემები უფლებამოსილ პირს, თუკი არსებობს თქვენ მიერ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობაში ჩართვის ან მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების გონივრული საფუძველი;
- ჩვენი კომპანიის სამართალმემკვიდრე;
- მესამე პირები, რომელთაც გადავცემთ ჩვენს საწარმოს ან ბიზნესს/ბიზნესის ნაწილს ან ჩვენსა და თქვენ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ ან გამომდინარე უფლებასა თუ მოვალეობას;
- გარე აუდიტორები, თუკი ჩასატარებელი აუდიტისთვის საჭირო გახდება თქვენი პერსონალური მონაცემის გაზიარება.
აღნიშნული სია არ არის ამომწურავი ჩვენ შეიძლება თქვენი ინფორმაცია გავუზაროთ სხვა მესამე პირებს, წინამდებარე პოლიტიკის ან/და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- თქვენი უფლებები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხს არეგულირებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონი.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს უფლება გაქვთ ჩვენ, როგორც მონაცემთა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მოგვთხოვოთ ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების თაობაზე, კერძოდ:
- თქვენი რა სახის პერსონალური ინფორმაცია მუშავდება;
- მონაცემთა დამუშავების საფუძველი და მიზანი;
- მონაცემთა შეგროვების/მოპოვების წყაროს შესახებ ინფორმაცია;
- მონაცემთა შენახვის ვადის (დროის) შესახებ ინფორმაცია;
- მონაცემთა გადაცემის სამართლებრივი საფუძვლისა და მიზნების, აგრეთვე მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, თუ მონაცემები გადაეცემა სხვა სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციას;
- მონაცემთა მიმღების ვინაობის ან მონაცემთა მიმღებების კატეგორიების შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია მონაცემთა გადაცემის საფუძვლისა და მიზნის თაობაზე, თუ მონაცემები მესამე პირს გადაეცემა;
თქვენ უფლება გაქვთ უსასყიდლოდ მიიღოთ ამ მონაცემების ასლები, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მიწოდებისთვის დადგენილია საფასური ან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენს მიერ დადგენილია ამგვარი საფასური.
თქვენს მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მიიღებთ მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში. ინფორმაციის დიდი მოცულობიდან ან სხვა ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე შესაძლებელია ეს ვადა გაგრძელდეს დამატებით არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც გეცნობებათ.
- თქვენ გაქვთ მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
თუ თქვენი მონაცემები მცდარი, არაზუსტი ან/და არასრულია, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.
- თქვენ გაქვთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება. ჩვენ უფლება გვაქვს უარი გითხრათ ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე თუ მონაცემთა დამუშავება ხდება კანონის დაცვით და კონკრეტული გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდება, რომ მოთხოვნა არამართლზომიერია ან არსებობს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც გვანიჭებს უფლებას არ დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა.
- თქვენ გაქვთ მონაცემთა დაბლოკვის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დაბლოკვა თუ თქვენ სადავოდ ხდით მონაცემების ნამდვილობას ან სიზუსტეს; მონაცემთა დამუშავება უკანონოა, თუმცა თქვენ არ გსურთ მონაცემთა წაშლა და ითხოვს მონაცემთა დაბლოკვას; მონაცემები საჭირო აღარ არის მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა თქვენ ისინი გჭირდებათ საჩივრის/სარჩელის წარსადგენად; თქვენს მიერ მოთხოვნილია მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვა; არსებობს მონაცემების მტკიცებულებად გამოყენების მიზნით შენახვის აუცილებლობა. ჩვენ უფლება გვაქვს უარი გითხრათ მონაცემთა დაბლოკვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
- თქვენ გაქვთ მონაცემთა გადატანის უფლება
პერონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლებით მონაცემთა ავტომატური დამუშავების შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია, თქვენ უფლება გაქვთ სტრუქტურიზებული, საზოგადოდ გამოყენებადი და მანქანურად წაკითხვადი ფორმატით მიიღოთ მონაცემები ან მოითხოვოს ამ მონაცემთა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გადაცემა.
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები
თქვენ უფლება გაქვთ არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება: ეფუძნება თქვენს აშკარად გამოხატულ თანხმობას; აუცილებელია ჩვენს შორის ხელშეკრულების დასადებად ან ხელშეკრულების შესასრულებლად; გათვალისწინებულია კანონით ან კანონის საფუძველზე დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
- თანხმობის გამოხმობის უფლება
თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოთხოვის შემთხვევაში ჩვენ ვეღარ შევძლებთ თქვენთვის მომსახურების გაწევას.
- გასაჩივრების უფლება
თქვენ უფლება გაქვთ წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.
- არასრულწლოვანი პირი
18 წლამდე არასრულწლოვან პირებს ეკრძალებათ ჩვენი აპლიკაციით სარგებლობა. ჩვენ არ ვინახავთ ან/და ვაგროვებთ ინფორმაციას 18 წლამდე პირებისაგან. არასრულწლოვანთა პირადი ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, თუ გავიგებთ, რომ ჩვენი მომხმარებელი არის 18 წლამდე ასაკის პირი, აუცილებლად გავატარებთ შესაბამის ღონისძიებებს, რათა წაიშალოს ასეთი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კომპანიის მონაცემთა ბაზიდან.
- ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე დოკუმენტში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები. ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში ინფორმაცია გამოქვეყნდება აპლიკაციაში და ვებ გვერდზე.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის აპლიკაციაში გამოქვეყნების შემდეგ.
ცვლილებებისა და დამატებების ძალაში შესვლის შემდგომ, თქვენს მიერ აპლიკაციით სარგებლობა განხილული იქნება როგორც შეცვლილ პირობებზე თანხმობა.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა შედგენილი იყოს რამდენიმე ენაზე, რომელთა შორის წინააღმდეგობის ან/და ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ქართულ ენაზე შედგენილ ტექსტს.