წესები და პირობები
QAPP Terms and Conditions
წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენსა და QAPP-ს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას და წარმოადგენს მხარეთა შორის დადებულ სავალდებულო ხელშეკრულებას.
QAPP არის მობილური აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ავტომობილის გასარეცხად დისტანციურად დაჯავშნოთ სასურველი დრო სასურველ ავტო სამრეცხაოში.
წინამდებარე წესებისა და პირობების რეგულირების მიზნებისთვის QAPP მოხსენიებული იქნება, როგორც „ჩვენ“ ან/და „კომპანია“, ხოლო მომხმარებელი მოხსენიებული იქნება როგორც „მომხმარებელი“ ან/და „თქვენ“.
თქვენ ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა გაეცნოთ ჩვენს წესებსა და პირობებს აპლიკაციის მეშვეობით.
ჩვენ შეგვიძლია დროდადრო შეცვალოთ წინამდებარე წესები და პირობები. ცვლილებები ძალაში შევა განახლებული პირობების გამოქვეყნებისთანავე. თქვენს მიერ ჩვენს აპლიკაციაზე განგრძობითი წვდომა ან/და სერვისების გამოყენება ასეთი გამოქვეყნების შემდეგ, წარმოადგენს თქვენს თანხმობას შეცვლილი პირობებზე.
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან ერთად წინამდებარე წესები და პირობები არეგულირებს თქვენსა და ჩვენს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკას
- ტერმინთა განმარტება
QAPP ან/და აპლიკაცია – წინამდებარე აპლიკაცია, რომელიც შექმნილია შპს „ქაფფ22“-ის (ს/კ 405539699) მიერ.
სერვისი – ჩვენი სერვისი, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ ავტომობილის გასარეცხად დისტანციურად დაჯავშნოთ სასურველი დრო ავტო სამრეცხაოში.
პირადი ანგარიში (პროფილი) – თქვენს მიერ აპლიკაციაში რეგისტრირებული პირადი ანგარიში.
ავტო სამრეცხაო/ები – ავტო სამრეცხაო, რომელიც წარმოადგენს ჩვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
მესამე პირი – ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
ავტოს სამრეცხაოს მომსახურების საფასური – ავტომობილის გარეცხვის მომსახურების საფასური, რომელიც დადგენილია ავტო სამრეცხაოების მიერ და რომლის მიმღებიც არის ავტო სამრეცხაო.
საკომისიო – ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, თქვენს მიერ განხორციელებული ჯავშნის საკომისიო რომლის მიმღებიც ვართ ჩვენ.
მომსახურების საფასური – ავტოს სამრეცხაოს მომსახურების საფასური და ჩვენი საკომისიო ერთობლივად.
- მომხმარებლის პირადი ანგარიში
მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა გახსნათ პირადი ანგარიში და მიუთითოთ ყველა ის ინფორმაცია რაც ჩვენს მიერ არის მოთხოვნილი.
QAPP აპლიკაციის გამოსაყენებლად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- მობილურის ნომერი;
- სახელი
- გვარი
მობილური ნომრის დადასტურება ხდება ერთჯერადი კოდის მეშვეობით, რომელიც მოგივათ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით თქვენს მიერ მითითებულ მობილურის ნომერზე.
პირადი ანგარიშის გახსნის შემდეგ თქვენ შეძლებთ ისარგებლოთ ჩვენი სერვისით და მართოთ პირადი პროფილი.
თქვენ სრულად პასუხისმგებელი ხართ მომსახურების მიღების ნებისმიერ ეტაპზე თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორეზე.
ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერ დროს მოგთხოვოთ დამატებითი ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის, მათ შორის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარმოდგენა.
თქვენს მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს სერვისის შეჩერებას ან/და შეწყვეტას.
- მომსახურების პირობები და ჯავშნის განხორციელების პროცედურა
მომსახურების მისაღებად თქვენ უნდა გაჰყვეთ თქვენს პირად ანგარიშში ჯავშნის განხორციელებისთვის საჭირო საფეხურებს და მიუთითოთ ყველა მოთხოვნილი ინფორმაცია.
- ავტომობილის შესახებ ინფორმაცია
ჯავშნის განსახორციელებლად პირად ანგარიშში უნდა დაამატოთ ავტომობილის შესახებ ინფორმაცია:
- ავტომობილის მარკა;
- ავტომობილის მოდელი;
- ავტომობილის სახელმწიფო ნომერი.
თქვენ შეგიძლიათ პირად პროფილში დაამატოთ მაქსიმუმ 3 (სამი) ავტომობილი.
თქვენ ასევე უნდა მიუთითოთ:
- ლოკაცია, კერძოდ უბანი სადაც გსურთ ავტო სამრეცხაოებით სარგებლობა.
- სასურველი ავტო სამრეცხაო
- ჯავშნის თარიღი და სასურველი დროის ინტერვალი.
- სერვისი რომლის მიღებაც გსურთ (მაგალითად: სრული რეცხვა, გარედან რეცხვა სალონის რეცხვა)
- ზუსტი დრო ხელმისაწვდომი დროებიდან.
ყველა მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად მითითების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „დადასტურება“, რომლის შემდეგაც თქვენ გადახვალთ გადახდის ეტაპზე.
გადახდის ეტაპზე თქვენ გაქვთ საშუალება გადაამოწმოთ თქვენი ჯავშნის ყველა მონაცემი და მომსახურების საფასური.
დაჯავშნის პროცესი წარმატებით დასრულების შემდეგ, თქვენ საშუალება გაქვთ აპლიკაციის მეშვეობით შეამოწმოთ თუ რამდენი დრო გაქვთ დარჩენილი ჯავშნამდე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ ავტო სამრეცხაოში მიბრძანდეთ 10 (ათი) წუთით ადრე.
- ჯავშნის ცვლილება
თქვენ უფლება გაქვთ ჯავშნით გათვალისწინებული დროის დადგომამდე ნებისმიერ მომენტში ერთჯერადად შეცვალოთ ჯავშნის დრო.
გაითვალისწინეთ, რომ ცვლილებას ექვემდებარება მხოლოდ ჯავშნის დრო და დაუშვებელია ავტო სამრეცხაოსა და მითითებული სერვისის ცვლილება
ერთხელ შეცვლილი ჯავშნის დროის მეორეჯერ ცვლილება არ არის შესაძლებელი.
- ავტო სამრეცხაოების მომსახურება
იმისათვის რომ მოგემსახუროთ სამრეცხაო, ჯავშნის დროს ადგილზე მისვლისთანავე თქვენ აპლიკაციაში უნდა დააჭიროთ ღილაკს „ადგილზე ვარ“, რომელიც გააქტიურდება თქვენს მიერ ჯავშანში მითითებულ დრომდე 10[ათი] წუთით ადრე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჯავშნის დრომდე არ დააჭერთ ღილაკს, თქვენი მისვლა ჩაითვლება დაგვიანებულად. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ დააჭერთ ღილაკს „ადგილზე ვარ“, თუმცა რეალურად არ იმყოფებით ადგილზე, ასეთ შემთხვევაში გავრცელდება თქვენს მიერ დაგვიანებით გამოცხადების პირობები, რომელიც დარეგულირებულია წინამდებარე წესებითა და პირობებით.
ავტო სამრეცხაოს მიერ მომსახურების დაწყების შემდეგ თქვენს ანგარიშში გამოჩნდება შესაბამისი ინფორმაციის ამსახველი ფანჯარა, რომელიც ასევე შეგატყობინებთ ინფორმაციას რეცხვის დასრულების სავარაუდო დროის შესახებ.
თქვენს პირად ანგარიშში მოცემული რეცხვის დასრულების დრო არის სავარაუდო და არ წარმოადგენს აუცილებლად ზუსტ ან სარწმუნო დროს.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას რეცხვის დროის გაზრდის ან/და შემცირების შემთხვევაში.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ავტო-სამრეცხაოს მიერ მომსახურების დაგვიანებით გაწევის შემთხვევაში.
რეცხვის დასრულების შემდეგ თქვენ ვალდებული ხართ მიჰყვეთ თქვენს ანგარიშში მოცემულ ინფორმაციას და მიაკითხოთ ავტომობილს.
თქვენ აცნობიერებთ და ეთანხმებით რომ ჩვენს მიერ სერვისის გაწევა ხდება ავტო სამრეცხაოების მეშვეობით, რომლებიც წარმოადგენენ დამოუკიდებელ კონტრაქტორებს.
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ავტო სამრეცხაოების მიერ განხორციელებულ რეცხვის ხარისხზე.
თუ ჯავშნის დროს არ გამოცხადდებით ავტო სამრეცხაოში, ასეთ შემთხვევაში, თქვენ არ დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გადახდილი მომსახურების საფასური.
თუ ჯავშნის დროს დაგვიანებით გამოცხადდებით ავტო სამრეცხაოში, ავტო სამრეცხაო უფლებამოსილია უარი გითხრათ მომსახურების მიღებაზე. დაგვიანებით გამოცხადების შემთხვევაში თქვენ არ დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ გადახდილი მომსახურების საფასური.
თუ რაიმე მიზეზით ავტო სამრეცხაო ვერ შეძლებს ავტომობილის გარეცხვას თქვენს მიერ ჯავშანში მითითებულ დროს, ასეთ შემთხვევაში, თქვენი მხრიდან წარმოშობილი ყველა პრეტენზია მიმართული უნდა იყოს ავტო სამრეცხაოს მიმართ და აღნიშნული არ წარმოადგენს ჩვენს პასუხისმგებლობას. ამასთან ჩვენ შევასრულებთ მედიატორის როლს და დაგეხმარებით საკითხის გარკვევაში.
თუ ავტო სამრეცხაო, ნებისმიერი საფუძვლით, ვერ შეძლებს თქვენთვის ჯავშნით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას, ასეთ შემთხვევაში უნდა მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. პრეტენზიის დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეში ჩვენი მხრიდან განხორციელდება საკითხის მოკვლევა და ავტო სამრეცხაოს ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი ავტო სამრეცხაოს მომსახურების საფასური დაგიბრუნდებათ თქვენს მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, გაითვალისწინეთ რომ ჩვენი საკომისიო არ ექვემდებარება დაბრუნებას.
- ანგარიშსწორების წესი
ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორების გზით თქვენს პირად ანგარიშში დამახსოვრებული საბანკო ბარათის მეშვეობით.
ანგარიშსწორება არის საბოლოო და იგი არ ექვემდებარება დაბრუნებას, გარდა წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
გადახდილი თანხის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას ავტო სამრეცხაოებთან.
გადახდის ეტაპის დასასრულებლად თქვენ უნდა დაამატოთ საბანკო ბარათი სს “თიბისი ბანკის“ ან სს „საქართველოს ბანკის“ საგადახდო არხში. საგადახდო არხის არჩევის შემდგომ თქვენ გადამისამართდებით არჩეული ბანკის გვერდზე, სადაც უნდა მიუთითოთ თქვენი ბარათის რეკვიზიტები რათა მოხდეს ბარათის აპლიკაციაში დამახსოვრება და წარმატებული გადახდა.
ანგარიშსწორების მოთხოვნა მუშავდება და დასტურდება ბანკის მიერ.
თქვენს პირად ანგარიშში საბანკო ბარათის დამატება არის თქვენი თანხმობა ბარათის დამატებისა და განმეორებითი გადახდებით სარგებლობის შესახებ.
თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაამატოთ ახალი ბარათი ან წაშალოთ თქვენს მიერ უკვე დამატებული ბარათი.
ჩვენ არ გვაქვს წვდომა როგორც ანგარიშსწორების გვერდზე, ასევე მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ბარათის მონაცემებზე.
ანგარიშსწორების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აპლიკაციაში გამოდის შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
- განცხადებები და გარანტიები
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ ქმედუნარიანი პირი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაქვთ სრული უფლებამოსილება განაცხადოთ თანხმობა და შეასრულოთ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ქმედებები.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს უფლებამოსილება დადოს წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული გარიგებები.
თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენი საკუთარი თავისუფალი ნების საფუძველზე აცხადებთ თანხმობას, რომ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა და ნებისმიერი დანაწესი წარმოადგენს მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულო ნორმას.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ იძლევით გარანტიას, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ყველა და ნებისმიერი სახის ინფორმაცია[მათ შორის პერსონალური მონაცემები] გეკუთვნით თქვენ.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, ადასტურებთ, რომ თქვენი მხრიდან აპლიკაციის გამოყენება მოხდება კეთილსინდისიერად, დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემები შესაძლებელია ჩვენი მხრიდან გამოყენებული იყოს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
თქვენ აცხადებთ, თანხმობას რომ აპლიკაციაში არსებული ყველა და ნებისმიერი საავტორო უფლების საგანი წარმოადგენს ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებას და ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.
თქვენ იძლევით გარანტიას, რომ არ განახორციელებთ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების, მათ შორის და არა მხოლოდ, სახელის, სავაჭრო ნიშნების, ლოგოების ან/და ჩვენი სხვა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეპროდუცირებას, დაკოპირებას ან სხვაგვარად გამოყენებას.
ამ წესებისა და პირობების დადასტურებით, აცხადებთ თანხმობას, რომ ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელი ავტო სამრეცხაო/ებისა და თქვენს შორის არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილ ყველა და ნებისმიერი სახის სამართლებრივ შედეგზე.
თქვენ ადასტურებთ, რომ თუ თქვენი პირადი პროფილის მომხმარებლის მონაცემები ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მესამე პირისათვის, ასეთ შემთხვევაში დაუყონებლივ მოახდენთ ჩვენს ინფორმირებას ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული საკომუნიკაციო საშუალებების გზით.
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ, რომ ყოველი ავტორიზაციის მომენტში ყურადღებით გაეცნობით ამ წესებსა და პირობებს, შესაბამისად, თქვენი მხრიდან განხორციელებული ყოველი ავტორიზაცია გულისხმობს, რომ თქვენ ყოველ ჯერზე ეთანხმებით წესებსა და პირობებს და არ გაგაჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია.
თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სამართალდამცავი ორგანოების ან/და სასამართლოს მიერ, კანონით დადგენილი წესით განხორციელებული მითითების შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილნი ვართ გავაუქმოთ ან/და დავბლოკოთ თქვენი ანგარიში.
- პირადი პროფილის მართვა
თქვენს პირად პროფილში შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენი ანგარიშის შესახებ, მათ შორის, თქვენს მიერ განხორციელებული ჯავშნების შესახებ, თქვენს პროფილში დამატებული ავტომობილების შესახებ, თქვენს ანგარიშში დამატებული საბანკო ბარათების შესახებ.
თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია თქვენს მიერ განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ.
პირადი პროფილის მეშვეობით თქვენ შეძლებთ სასურველი ავტომობილების დამატებას ან/და წაშლას.
პირადი პროფილის მეშვეობით თქვენ ასევე შეძლებთ დამახსოვრებული საბანკო ბარათების წაშლას ან/და ახალი ბარათის დამატებას.
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით თქვენ ეთანხმებით კომპანიის კონფიდენციალობის პოლიტიკას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების საფუძვლებს.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად წარმოშობის ზიანზე.
თქვენ აცნობიერებთ რომ ავტო სამრეცხაო არის ჩვენი დამოუკიდებელი კონტრაქტორი, შესაბამისად, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი თქვენსა და ავტო სამრეცხაო/ებს შორის არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილ ნებისმიერი სახის მოთხოვნაზე ან/და ზიანზე, მათ შორის და არამხოლოდ ავტომობილის გარეცხვის ხარისხის, რეცხვის დროს ავტომობილის დაზიანების, ნივთის დაკარგვისა და სხვა ნებისმიერი საფუძვლით წარმოშობილ მოთხოვნაზე ან/და ზიანზე.
ჩვენ ვაცხადებთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული შესაძლებლობების ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით უზრუნველვყოფთ თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის მოპოვებას, შენახვასა და დამუშავებას. ჩვენ არ ვიღებთ პასუხიმგებლობას ნებისმიერი მესამე პირის მიერ დანაშაულებრივი გზით, არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შედეგად დამდგარ ზიანზე.
ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელი ყველა და ნებისმიერი სახის ზიანზე, თუ თქვენი პირადი ანგარიშის მომხმარებლის მონაცემები ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მესამე პირისათვის.
ჩვენ არ ვართ პასუხიმგებელი თუ აპლიკაციის მუშაობა დროებით შეფერხდება, ამასთან ვიღებთ ვალდებულებას, რომ მივმართავთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ზომას, რათა თავიდან ავიცილოთ აპლიკაციაში წარმოქმნილი დროებითი შეფერხება და ამავდროულად, შეძლებისდაგვარად მცირე დროში აღმოვფხვრათ ხარვეზი.
- მოქმედების ვადა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის თქვენ მიერ რეგისტრაციის დროს ამ წესებსა და პირობებზე თანხმობის გაცხადების მომენტიდან და მოქმედებს თქვენი პროფილის გაუქმებამდე.
ჩვენ უფლებამოსილნი ვართ ცალმხრივად, ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების გამოგზავნის საშუალებით, შეგიწყვიტოთ ან/და შეგიჩეროთ აპლიკაციით სარგებლობის უფლება, თუ მივიჩნევთ, რომ თქვენი მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევას ან/და რეგისტრაციის მომენტში მითითებული ინფორმაცია აღმოჩნდება ყალბი. აღნიშნულ შემთხვევაში აპლიკაციით სარგებლობის უფლების შეზღუდვის ან/და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედება შეიძლება შეწყდეს ნებისმიერ დროს, თქვენი ინიციატივით, თქვენი პირადი პროფილის გაუქმების საშუალებით.
ანგარიშის გაუქმების შემთხვევაში უნდა დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: —- ან გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ელ ფოსტის მეშვეობით: —-
- უსაფრთხოება და საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების წესი
თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ უსაფრთხოების ზომები და იღონოთ ყველა შესაძლო ძალისხმევა, რათა არ მოხდეს თქვენს ანგარიშზე მესამე პირების არამართლზომიერი წვდომა.
თქვენ ვალდებული ხართ დაიცვათ წინდახედულობის ზომები იმ შემთხვევაში თუ ავტორიზაციას განახორციელებთ მესამე პირების ტექნიკური მოწყობილობების მეშვეობით და აპლიკაციით სარგებლობის შემდეგ გამოხვიდეთ პირადი ანგარიშიდან.
თქვენს ანგარიშზე თაღლითობის ან/და საეჭვო შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში ან/და იმ შემთხვევაში თუ გაქვთ ეჭვი რომ არამართლზომიერად ხდება თქვენი ანგარიშის გამოყენება, დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: —-
- მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და იგი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ყველა და ნებისმიერი სახის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
ჩვენს შორის წარმოშობილი ნებისმიერი სახის დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების საშუალებით. მოლაპარაკების პროცესის წარუმატებლად დასრულების შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნებით.
- ცვლილებები და დამატებები
ჩვენ უფლებამოსილნი ვართ ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე წესებსა და პირობებში აპლიკაციაში ცვლილებების გამოქვეყნების გზით. ცვლილებების განხორციელების შემდეგ, თქვენი მხრიდან აპლიკაციაში განხორციელებული ავტორიზაციით ჩაითვლება, რომ თქვენ სრულყოფილად გაეცანით ჩვენი მხრიდან ამ წესებსა და პირობებში შეტანილ ცვლილებებს და ეთანხმებით, რომ ჩვენს შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდეს შეცვლილი/რედაქტირებული წესებითა და პირობებით.
თუ თქვენ არ ეთანხმებით ჩვენს მიერ წესებსა და პირობებში განხორციელებულ ცვლილებებს, ასეთ შემთხვევაში ვალდებულნი ხართ გააუქმოთ თქვენი პირადი პროფილი 1 [ერთი] დღის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩაითვლება, რომ თქვენ სრულად ეთანხმებით ჩვენს მიერ წესებსა და პირობებში განხორციელებულ ცვლილებებს და არ გაგაჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია.
- კომუნიკაცია
წინამდებარე წესებისა და პირობებით გათვალისწინებული ურთიერთობის შედეგად წარმოშობილი ყველა და ნებისმიერი სახის კითხვების არსებობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
- გარდამავალი დებულებები
წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს.
საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
წინამდებარე წესებისა და პირობების არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს და თითოეული მხარე პასუხს აგებს წესებისა და პირობების შეუსრულებლობისათვის.
წინამდებარე წესებსა და პირობებში მითითებული სათაურები გამოიყენება მხოლოდ საორიენტაციოდ და გავლენას არ ახდენს ტერმინთა განმარტებებზე.
წინამდებარე წესებისა და პირობების ნებისმიერი მუხლის ბათილობა არ იწვევს მთლიანად წესებისა და პირობების ბათილობას.
თუ გსურთ, ჩვენს შორის არსებული ურთიერთობის საფუძველზე წარმოშობილი რაიმე სახის პრეტენზიის/საჩივრის წარმოდგენა, ასეთ შემთხვევაში თქვენ ვალდებულნი ხართ საჩივარი/პრეტენზია წარმოადგინოთ წერილობითი ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: —–. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი საჩივარი/პრეტენზია უნდა შეიცავდეს შემდეგ სახის ინფორმაციას, კერძოდ
- საჩივრის/პრეტენზიის ავტორის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- საჩივრის/პრეტენზიის ავტორის ტელეფონის ნომერი და მისამართი;
- საჩივრის/პრეტენზიის არსი;
- თქვენი მხრიდან საჩივარში/პრეტენზიაში დაყენებული მოთხოვნა უნდა იყოს იდენტიფიცირებადი;
- საჩივრის/პრეტენზიის ავტორის ხელმოწერა, ხელმოწერის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი საჩივარი/პრეტენზია არ დააკმაყოფილებს წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებულ ყველა და ნებისმიერ მოთხოვნას, ასეთ შემთხვევაში თქვენი საჩივარი/პრეტენზია დარჩება განუხილველი.